თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

დედა ღვთისა... როგორი იყო იგი?

2017-07-30

dedagvtisa.jpg ჩვენამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმიდა თეოფანესა და ნიკიფორეს თხზულებებში. აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო საშუალო სიმაღლის, სახე ჰქონდა ხორბლისფერი, თმა ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში რომ გადადის, თვალები ნათელი, სუფთა, დაწმენდილი, გამოხედვა სწრაფი, გამჭოლი, წარბები ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა, ცხვირი საშუალო, ბაგეები ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, სახე არც მთლად მრგვალი, ხელის თითები მოგრძო.

დედა ღვთისა... როგორი იყო იგი?

news poster ჩვენამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმიდა თეოფანესა და ნიკიფორეს თხზულებებში. აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო საშუალო სიმაღლის, სახე ჰქონდა ხორბლისფერი, თმა ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში რომ გადადის, თვალები ნათელი, სუფთა, დაწმენდილი, გამოხედვა სწრაფი, გამჭოლი, წარბები ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა, ცხვირი საშუალო, ბაგეები ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, სახე არც მთლად მრგვალი, ხელის თითები მოგრძო.

რატომ წერია სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია?

news poster სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია მათესა და ლუკა მახარებლების მიერ არის აღწერილი. მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალოგიით იწყება: „წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (მთ. 1,1). ძველებრაულ ენაზე სიტყვა „ბენ“ (ქართ. - ძე) არა მარტო შვილს, არამედ ზოგადად, შთამომავალსაც გულისხმობს; ანუ ამ სიტყვით შესაძლებელია, მოვიხსენიოთ შვილიშვილიც, შვილთაშვილიც და ა. შ. და მეორე მუხლიდან იწყება იესო ქრისტეს წინაპართა სახელების ჩამონათვალი, - სულ 42 სახელი.

ცოტა რამ იესოს ლოცვის შესახებ

news poster "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" – აი, ესაა "იესოს ლოცვის" სიტყვები. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: "იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე" ან "უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე". მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სულ იესოს სახელს იმეორებდა. „იესოს ლოცვას“ გამუდმებით უნდა ამბობდეს მორწმუნე. ამგვარად თუ აღესრულება მოციქულის მოწოდება: „მოუკლებელად ილოცევდით“ (I თეს. 5, 17). როგორ უნდა იქცეს „იესოს ლოცვა“ განუწყვეტელ ლოცვად? როგორ მოვახერხოთ ეს? პირველად იმით ვიწყებთ, რომ გამუდმებით ვიმეორებთ ამ ლოცვის სიტყვებს:

პეტრე-პავლობის მარხვა

news poster 12 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება, რომელიც 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. ამ მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – შვიდი დღე. წელს პეტრე – პავლობის მარხვა 1 თვიანი იქნება. დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ეს მარხვა თევზით ხსნილია. მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

მოწყალების შესახებ

news poster ჩვენ ყველას გვიხარია ჩვენთვის საყვარელი ადამიანის დაბადების დღე. და როცა ეს დღე ახლოვდება, ვიწყებთ ფიქრს, ზრუნვას, ღელვას, როგორ ვასიამოვნოთ მას. თუ ეს ოჯახის წევრია, გვინდა ჩვენი სახლი ამ დღეს განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებოდეს, ასევე ჩვენ თვითონაც... ვამზადებთ სუფრას, ვპატიჟებთ იმ ადამიანებს, რომელიც მას გაუხარდება. ანდა თუ სხვასთან მივდივართ, ვარჩევთ საჩუქარს და ა.შ. მოკლედ, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს ამ ადამიანზე, და იმაზე, თუ რა უყვარს თვითონ მას.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!