თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

მიქაელ მთავარანგელოზი

მიქაელ მთავარანგელოზი ანგელოზთა დასის წინამძღოლი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“). სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი (მოელვარე). ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს, როგორც მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით - ღვთიური მადლით შემოსილს გამოხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

გაბრიელ მთავარანგელოზი

გაბრიელი (ებრ. גַּבְרִיאֵל, გავრიელ; ლათ. Gabrielus, არაბ. جبريل‎‎ ღაბრილ, ჯიბრილ) — სხვადასხვა რელიგიაში მაღალი რანგის ანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ ევლინება ადამიანებს. ის პირველად დანიელის წიგნში ფიგურირებს ებრაულ ბიბლიაში. სახელი გაბრიელი შესაძლებელია ნიშნავდეს „ღვთის კაცს“ ან „ღვთის გმირს“. მას ასევე ზოგან მოიხსენიებენ როგორც „ღვთის მარცხენა ხელს“. აბრაამული რელიგიების მიხედვით გაბრიელი მთავარანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ მსახურობს. ზოგან მას სიკვდილის ანგელოზადაც მიიჩნევენ, ცეცხლისა და მეხის უფლად, მაგრამ უფრო ხშირად ის ღმერთის მთავარი მაცნეა, და ტრადიციულად ერთადერთი ანგელოზია, რომელსაც სირიულად და ქალდეურად შეუძლია ლაპარაკი. გაბრიელს ხშირად მიქაელთან აიგივებენ შეცდომით. ეს უკანასკნელი ხმალს ფლობს და ედემის ბაღს (მოგვიანებით კი სამოთხეს) დარაჯობს ადამის, ევასა და მისი შთამომავლებისგან. ისლამში გაბრიელს ოთხ მთავარ ანგელოზთა შორის უფროსად მიიჩნევენ და მას სიმართლის გამცხადებელს უწოდებენ. გაბრიელი ასევე ნახსენებია ბაჰაიზმში, განსაკუთრებით ბაჰაულას მეტაფიზიკურ ნაშრომებში „შვიდი ხეობა“ და „ოთხი ხეობა“.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!