2016-11-22
ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის მრევლის მამუკა გუბელაძისა და ანჟელა ნაყოფიას ოჯახს. “ამბიონი” ესაუბრა მამუკა გუბელაძეს:
– ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან არის, მაშინ თბილისში ვსაწვლობდი. ერთხელაც ჩემს დასთან წავედი და სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ურთიერთობამ დაახლოებით ერთ წელს გასტანა და 1994 წელს შევქმენით ოჯახი. გვყავს უფროსი გოგო – სალომე გუბელაძე, რომელიც მე-4 კურსზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, მესამე შვილი – დავითი 14 წლის, (ჩვენი მოძღვრის – მამა დავითის საპატივცემულოდ დავარქვით), რომელიც ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლობს. მეორე შვილი – ნოდარი, ტრაგიკულად დაგვეღუპა.
როდის დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?
– ეკლესიაში ბავშვობიდან დავდიოდი, ვანთებდი სანთელს, ვაკეთებდით საკურთხს, ოჯახებში ეს ტრადიცია შენარჩუნებული იყო. თუ ადრე მხოლოდ სანთელს ვანთებდი, ერთხელაც დაემთხვა კვირა დღე და როცა ეკლესიაში მივედი სანთლის დასანთებად, ვნახე ხალხით სავსე ეკლესია, ძალიან გამიკვირდა, თან მერიდებოდა და ვერც ვიკითხე. საბოლოოდ, ჩემში ამან დიდი ინტერესი გამოიწვია, მინდოდა გამეგო თუ რა ხდებოდა. ვისაც ვკითხე, ისინიც ჩემს მდგომარეობაში იყვნენ. 1999 წლის 13 იანვარს შვილის დაღუპვის შემდეგ დავიწყეთ აქტიური ეკლესიური ცხოვრება. ჩემმა მეგობარმა მოიყვანა მამა დავითი (დათუაშვილი), სწორედ მაშინ გავიცანით მამა დავითი, ის გვარიგებდა და გვასწავლიდა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა.
რას ურჩევდით არაეკლესიურ ადამიანებს?
– ეკლესიური ცხოვრება ყველას გვჭირდება, მაგრამ ადამიანებმა ეს არ იციან. სავალდებულო არ არის ჩემსავით რაღაც შეგემთხვას, რომ ეკლესიაში მიხვიდე. ადამიანი მანამდე უნდა მივიდეს ეკლესიაში, სანამ რამე შეემთხვევა. ეკლესიაში რომ მიხვიდე, ან სამეგობრო უნდა გყავდეს ეკლესიური, ან ვინმემ უნდა გითხრას და გირჩიოს. საჭიროა, ერთხელ ჩაიხედონ ეკლესიურ ცხოვრებაში და მერე ბოლომდე უნდა მიჰყვნენ. ადამიანს, ვიღაცამ უნდა ასწავლოს ეკლესიური ცხოვრება. ვინც ჩახედულია, ის ცდილობს შვილების ეკლესიურად აღზრდას.
როგორია ეკლესიური ადამიანი?
– ადამიანს შეიძლება გარეგნულადაც ეტყობოდეს ის, რომ ის ეკლესიურია. ეკლესიური ადამიანისთვის მთავარია სანდოობა, ასეთ ადამიანს უფრო მეტად ენდობი. ყველა ცოდვილები ვართ, რაც უფრო ვცდილობთ ეკლესიურ ცხოვრებას, მით მეტი განსაცდელი გვხვდება. როცა ეს ადამიანს გააზრებული აქვს, უფრო ერძვის.
ეკლესიური ცხოვრება ეხმარება თუ არა ადამიანს, იმაში რომ ბუნებით უფრო მშვიდი გახდეს?
– რა თქმა უნდა. მყავდა ერთი ნაცნობი, რომელიც ბუნებით აფორიაქებული იყო, მივიდა ეკლესიაში, მაგრამ ვერ გაჩერდა, ბოლოდე არ ჩაიხედა, არ გაჰყვა ეკლესიურ ცხოვრებას და დარჩა ისევ ისეთ აფორიაქებულად. მაგრამ ის, ვინც რჩება ეკლესიაში მშვიდდება, ეს ეტყობა ცხოვრების სტილზეც და აქვს შეზღუდვები.
თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის მრევლი, მამუკა გუბელაძე ურჩევს ყველას, რომ რაც არ უნდა მოხდეს, კვირა დღეს ყველა უნდა ეცადოს და მივიდეს ეკლესიაში, ამის შემდეგ იგრძნობენ ძალას, შინაგან კმაყოფილებას და უფლის ხელს.
ანა ტყებუჩავა
გაგაცნობთ მიხეილისა და ეკას ოჯახს. როგორ დაქორწინდნენ, როდის დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება და რას ურჩევენ ახალგაზრდებს? ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისინი თავად გვესაუბრნენ:
ეკა მირუაშვილი (წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიის მაღაზიის გამგე): “ოჯახის შექმნა ძალიან მალე გადავწყვიტეთ. გაცნობიდან ზუსტად 2 თვეში გვქონდა ქორწილი. დაახლოებით ერთ თვეში უკვე ვიცოდით, რომ ცოლ-ქმარი უნდა გავმხდარიყავით.
“ჩვენთვის დიდი ტკივილია ჰერეთის დატოვება…”
გაგაცნობთ ოთარ როსტიაშვილისა და ანა ტარტარაშვილის ოჯახს. როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როდის დაქორწინდნენ, როდის დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება? ამ და სხვა თემებზე "ამბიონი" ესაუბრა ანა ტარტარაშვილს.
ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“ პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით. ამჯერად, თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის მრევლს, ოთარ დანდურიშვილისა და ნინო გეჯაძის ოჯახს ვესტუმრეთ, ოთარი და ნინო რომლებმაც ეკლესიური ცხოვრება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, ერთმანეთი ტაძარში მსახურებისას გაიცნეს და თავიანთი ცხოვრება ერთმანეთს რამდენიმე წლის შემდეგ დაუკავშირეს.
ინტერნეტჟურნალი "ამბიონი" პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა მამუკა-ანჟელა ეკლესიის მრევლის მამუკა გუბელაძისა და ანჟელა ნაყოფიას ოჯახს. “ამბიონი” ესაუბრა მამუკა გუბელაძეს:
– ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან არის, მაშინ თბილისში ვსაწვლობდი. ერთხელაც ჩემს დასთან წავედი და სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე.