თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

სინანულისათვის - წმიდა ეფრემ ასური

 

news poster „უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე“, რადგან ვუწყი, სახიერო, შეუძლებელია არ წარვსდგე საშინელი და შესაძრწუნებელი სამსჯავროს წინაშე, როცა ცხადად განცხადდება ჩემი ცოდვები ანგელოზთა, მთავარანგელოზთა და ყოველთა დაბადებულთა წინაშე. ჰოი, მოწყალეო, ჩემი ცოდვები გარდამეტებულია და მოტევებისაგან შორს არის, რადგან უმეტეს განვარისხე შენი წმიდა სახელი, ყოველ ცოდვილზე უარესად აღვასრულე დღენი, მრავალი ტალანტის მქონეზე მეტად გავამრავლე ჩემი ცოდვები,

გემოთმოყვარეობა - წმიდა ნილოს სინელი

 

news poster ნაყოფიერების დასაწყისი ყვავილია, ღვაწლმოსილი ცხოვრების დასაწყისი კი - თავშეკავება. მუცლის ამოყორვაზე თავის შეკავება ვნებებს ამცირებს, ხოლო ნაყროვანება ამრავლებს გემოთმოყვარე ვნებებს. საკვების სიჭარბემ ურჩობა დაბადა, სასატკბილობამ კი ადამიანი სამოთხიდან გამოდევნა. ძვირფასი საჭმელი სასას ატკბობს, მაგრამ ავხორცობის დაუძინებელ მატლსაც კვებავს. გადაუვსებელი მუცელი ლოცვაში სიფხიზლისათვის განაწყობს, გადავსებული კი - ღრმა ძილისაკენ მიიწრაფვის. თავშეკავებული კვებისას სიფხიზლე გონიერებაა,

წმიდა წერილი - განკითხვის შესახებ

 

news poster ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. მათე 7, 1-5

სიტყვა ცხონებისა - წმიდა თეოფანე დაყუდებული

 

news poster გსურთ ისმინოთ სიტყვა ცხონებისა? თითქოს არც გაგიგიათ?! ვინ არ იცის სულის ცხონებას რა სჭირდება?! სხვა რამეშია საქმე! გულმოდგინება არა გაქვთ, რათა იშრომოთ ამისათვის. გინდათ, რომ მხარ-თეძოზე წამოწოლილი იწვეთ, ცხონება კი როგორღაც, თავისით მოვიდეს. ცოცხალი, უდრეკი, თავდაუზოგავი მოშურნეობით თუ შეუდგებით სულის ცხონების გზას, ავადაც რომ იყოთ - განიკურნებით. ცხონების საქმეც კეთილად წაგივათ.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!