თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

შობის მარხვაში საკითხავი დაუჯდომლები

 

news poster თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის მრევლს - შობის მარხვაში საკითხავი დაუჯდომლები- დეკანოზ დავით დათუაშვილის კურთხევა. პირველ კვირა: ორშაბათი - მთავარანგელოზთა პარაკლისის ლოცვები. სამშაბათი - ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაუჯდომელი. ოთხშაბათი და პარასკევი - ღვთისმშობლის ადვოკატას ხატის დაუჯდომელი. ხუთშაბათი - მეფე მირიანის და ნანას პარაკლისის ლოცვები. შაბათი - 6000 გარეჯელთა ბერთა დაუჯდომელი. კვირა - იესო ტკბილის დაუჯდომელი.

მთავარანგელოზობა - 2017

 

news poster 21 ნოემბერს, თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძარში, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე ტაძრის მღვდელმსახურებმა ღამისთვის მსახურება აღავლინეს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა

 

news poster 21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. მთავარანგელოზობა ჩვენი ტაძრის დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენს ტაძარში 20 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება ღამისთევის ლოცვა, რომელსაც მოებმება წირვა კრება წმ. მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა- გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა.

პეტრე-პავლობის მარხვა

 

news poster 12 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება, რომელიც 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. ამ მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – შვიდი დღე. წელს პეტრე – პავლობის მარხვა 1 თვიანი იქნება. დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ეს მარხვა თევზით ხსნილია. მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!