თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

გილოცავთ გიორგობას

 

news poster თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძარი გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა.

სამრეკლოს ზარი

 

news poster თბილისის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მშენებარე სამრეკლოს გუმბათზე ზარი მოათავსეს, რაც განსაკუთრებული სიხარულის მომნიჭებელია ტაძრის მრევლის და ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით დათუაშვილისთვის, რომელიც უკვე წლებია თბილისის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მშენებლობას უდგას სათავეში. შეგახსენებთ, ტაძარი გლდანის V-VI მ/რ შორის არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა.

აკაციის თაფლი

 

news poster თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის საეკლესიო მაღაზიაში მიღებულია აკაციის თაფლი. იგი ადრეული გაზაფხულის, ღია ფერის თაფლია. ფრუქტოზის მაღალი შემცველობის წყალობით აკაციის თაფლი ნელა კრისტალიზდება და წარმოქმნის რბილ წვრილკრისტალოვან თეთრი ფერის მასას. ფუტკრის თაფლებიდან აკაციის თაფლს გააჩნია ყველაზე დაბალი გლიკემიური ინდექსი, ამიტომ რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულებისთვის.

მრევლი ახალქალაქსა და მანგლისში

 

news poster თბილისი წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის მრევლმა ტაძრის მღვდელმსახურებთან- დეკანოზ დავით დათუაშვილთან და დეკანოზ გიორგი თიკანაშვილთან ერთად მანგლისის სიონი, ახალქალაქის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესია და ტურინის სუდარის ასლი მოილოცეს.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!