ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები? ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. მლოცველი
შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
როგორ დავიცვათ დიდი მარხვა?
დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდგზის ზეთისცხება“, როგორც მას დღეს უწოდებენ.
ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლოებანი, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქდაგებლად წარგზავნილი მოციქულები „სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს“ (მარკოზი 6, 13). ზეთის კურთხევის მიზანი წმიდა მოციქულ იაკობის სიტყვებშიც ჩანს:
ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით, თუმცა ამჯერად გაგაცნობთ თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის სტიქაროსანს – 13 წლის ბესო კობაიძეს. ბესო მშობლებისთვის ერთადერთი და 3 წლის ნანატრი შვილია.
მოგვიყევი შენზე…
– დავიბადე 2004 წლის 7 იანვარს, თბილისში. მოვინათლე 19 იანვარს. ვარ დედისერთა, თუმცა მამიდაშვილებთან ერთად ვიზრდებოდი. დავდივარ მუხიანის 174-ე საჯარო სკოლაში. სკოლაში საუკეთესო მეგობრებიც მყავს, როცა კლასელები რამეს აშავებენ, ვეუბნები ხოლმე.