თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ილოცეთ, ბავშვებო!

 

news poster დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს: „ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისაგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე „სიხშირეზე“ ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს“. მაგრამ როგორ „გადავრთოთ“ ბავშვები ამ სიხშირეზე, როგორ შევაყვაროთ ლოცვა?

საშობაო ეპისტოლე (07.01.2017)

 

news poster „იშვა ყრმა, მოგვეცა ძე… და სახელი მისი, – … ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა” (ეს. 9,5). ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! დღეს ბეთლემი „ცათა მობაძავ იქმნა, ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი ჰქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

ილია II-ის ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი

 

news poster დედაო ღვთისა, გარდამოიხილე ჩვენზედა და გვაცხოვნე ჩვენ! ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, პატრონო ივერიისაო, ბრწყინვალე ვარსკვლავო ცისკრისაო, მზეო ქვეყანისაო, აღმატებულო ანგელოზთაო, შემწეო ყოველთა დავრდომილთა და შეჭირვებულთაო, მამისაგან უფლის დედად გამორჩეულო და მფარველო ორთავ სოფლისაო, მოწყალე თვალით გარდამოიხილე შენს წილხვედრ საქართველოსა ზედა და ურიცხვთა ცოდვათა ჩვენთა შენდობა შესთხოვე ყოვლადწმიდასა სამებასა, – მამასა, ძესა და სულსა წმიდასა. წყალობითა შენითა კვლავ აღგვადგინე:

მარხვის შესახებ

 

news poster გვესაუბრება დეკანოზი დავით დათუაშვილი (თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი): "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მრევლის 30% მარხვაში გარკვეულ არასამარხვო პროდუქტის მიღებაზე ლოცვა-კურთხევას ითხოვს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ავადმყოფობა, ცუდად ყოფნა არასწორი ეკლესიური ცხოვრებისგან მომდინარეობს. ადამიანს, რომელიც არ დადის ეკლესიაში, არ ეზიარება, გულგრილად, ან საერთოდ არ კითხულობს ლოცვებს, მას ბოროტი ებრძვის.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!