თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

რისთვისაა საჭირო მარხვა

 

news poster პირველი მცნება, რომელიც ღვთის მიერ კაცობრიობას მიეცა, სწორედ მარხვას მიემართება. მარხვა აუცილებელი იყო ჩვენთვის სამოთხეში, ცოდვით დაცემამდე, და მით უფრო აუცილებელია ახლა, სამოთხიდან განდევნის შემდეგ. ჩვენ უნდა ვიმარხულოთ, რათა აღვასრულოთ ღვთის მცნება. ბიბლიის მრავალ წიგნშია მითითებული მარხვის მნიშვნელობა, მაგალითად, წინასწარმეტყველ იოველის წიგნში ნათქვამია: „ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს;

მთავარანგელოზობა

 

news poster 21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, თბილისის და ა.შ. მთავარანგელოზობის დღესასწაულს უკვე რამდენიმე წელია

იგავი უძღებ შვილზე

 

news poster რა მცირედით დაიწყო უძღები შვილის დაცემა და როგორ უფსკრულში ჩავარდა! შეცოდება ყოველთვის უმნიშვნელოდან იწყება, რამეთუ ცოდვა თავისი ნამდვილი სახით - საზიზღარია... მტერი ცოტ-ცოტათი თესავს გულისთქმათა არაწმინდებას, ვიდრე გულს სავსებით დაუმონებდეს ცოდვას... პირველი ფანდი მაცთურებისა - გულისთქმის (მხოლოდ) აღძრვა... მერმე და მერმე კი ამ უმნიშვნელო გულისსიტყვის გარშემო, რომელიც ყოველთვის როდი ჩანს შეუფერებელი, თავს იყრის ვეება ღრუბელი გულისთქმათა, რომელიც სულს აბნელებს... შემდეგ ბოროტი ვნებათა ნიავწვლილს მოჰბერს სულში,

ტაძრის შესახებ - მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

 

news poster პირველი, რაც მინდა გითხრათ, და რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, არის ის, რომ პირადად ქრისტეს არაფერი დაუწერია. სახარება, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეკლესიის ხსოვნაა, ქრისტეს უახლოეს მოწაფეთა ხსოვნაა, ისაა, რაც მათ განიცადეს, რაც მათ ქრისტესთან ურთიერთობის დროს ისწავლეს. ქრისტეს ჩვენთვის არ დაუტოვებია სახელმძღვანელო წიგნი, როგოროც ამას აკეთებდნენ სხვა მოძღვრები. მაშ რა დაგვიტოვა მან? შეგვიძლია კი ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ სახარება სწორედ იმას მოიცავს, რასაც ის გვასწავლიდა, რომ სწორედ ასეთი იყო მისი მოძღვრება?! დიახ, შეგვიძლია.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!