„მკაცრი რეჟიმის ბანაკში“, სადაც უსამართლოდ დაპატიმრებული მამა არსენი იხდიდა კომუნისტების მიერ დაკისრებულ სასჯელს, ერთი ახალგაზრდა მოიყვანეს, სახელად ალექსი, რომელსაც სისხლის სამართლის დამნაშავეებმა მაშინვე მოუძებნეს მიზეზი და ჩხუბში გამოიწვიეს. მამა არსენი, რომელიც ყველას წინაშე თავმდაბალი და მშვიდი ადამიანი იყო, ალექსის გამოესარჩლა და ჩხუბში ჩაერია.
დარწმუნებული ვარ, ბავშვების აღზრდა ყოველ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ესმის მათი და შეუძლია გადასცეს რწმენა - არა მხოლოდ გონისმიერი ცოდნა რელიგიურ თემების შესახებ, არამედ საკუთარი გულის სიმხურვალე და პირადი ხედვა ღვთისაკენ მიმავალი გზისა. ვფიქრობ, იდეალური შემთხვევაა, როდესაც ამით მშობლები არიან დაკავებულნი ან ის ადამიანები ეკლესიაში, რომელთაც ეს ხელეწიფებათ. არსებობს ოჯახები, რომელთა ბავშვებიც კარგად არიან მართლმადიდებლურად აღზრდილნი, მაგრამ ზოგადად მშობლებისთვის გაცილებით რთულია ბავშვის განსწავლა
მლოცველი კითხვის დაწყების წინ ჯერ წაიკითხავს დასაწყის ლოცვებს:
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
ოდეს მამამან ჩვენმან დაჰკარგა ნეტარება სამოთხისა, მაშინ ესმა წყევისა ხმა ღვთისაგან: „ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო და ქვეყანამან შენმან ეკალი და კუროს თავი აღმოგიცენოსო“. პირველად ორ აზროვანი ესე სიტყვა გავარჩიოთ ურთი-ერთისაგან, რამეთუ იტყვის: „ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო“, ესე იგი სჭამდე პურსა შენსა და შემდგომ დაუმატებს და ეტყვის: „ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდესო“.