თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

სიახლეები »

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა

news poster

21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.


მთავარანგელოზობა ჩვენი ტაძრის დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენს ტაძარში 20 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება ღამისთევის ლოცვა, რომელსაც მოებმება წირვა კრება წმ. მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა- გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა.


მის.: თბილისი, ხიზანიშვილის 70 ა; გლდანის V-VI მ/რ შორის.


მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა. დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე "დღესა მერვესა", როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს.


იხილეთ მთავარანგელოზობის შესახებ

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!