თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

სიახლეები »

დეკანოზი დავით დათუაშვილი იუბილარია

news poster

თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით დათუაშვილი იუბილარია. მამა დავითს ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიძლიერეს და დასახული მიზნების განხორციელებას. იგი 1999 წელს სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მღვდლად, 2009 წელს კი – დეკანოზად.

თბილისის წმ.მთავარანგელოზთა მშენებარე ტაძარმა ფუნქციონირება 2011 წელს, 25 დეკემბერს დაიწყო. მამა დავითის ხელმძღვანელობით პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო.

პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დიდი ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება იგეგმება. ამასთანავე, ტაძრის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს საეკლესიო ხელოვნების სკოლა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდები სულიერებას აიმაღლებენ და თან კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებიან.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!