თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

სიახლეები »

თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ტაძრის მრევლის საყურადღებოდ!

news poster

ვისაც სურვილი გაქვთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე ღამისთევას დაესწროთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:


1 - ღამისთევაზე მომსვლელები ტაძარში უნდა მოხვიდეთ შაბათს 21:00 საათამდე და წასვლა შეგეძლებათ კვირას დილით 06:00 საათის შემდეგ. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 21:00 საათის შემდეგ ჩვენი ეზოს ჭიშკრები ჩაიკეტება და ვეღარავინ ვეღარ გავა და ვეღარ შემოვა ტერიტორიაზე. ეზოს გარეთ იმორიგევებს პატრული და თქვენ მიერ კომენდატის საათის დარღვევის შემთხვევაში მიიღებთ შესაბამის ჯარიმას (3 000 ლარი).


2 - ტაძარში შესვლის და მსახურებაზე დასწრების უფლება ექნებათ მხოლოდ: მღვდელმსახურებს, სტიქაროსნებს, მგალობლებს და წინასწარ დადგენილ ეკლესიის მორჩილებს.


3 - ის მორწმუნეები, რომლებიც მოვლენ აღდგომის ღამისთევის მსახურებაზე დასასწრებად უნდა დაიცვან ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციები, კერძოდ: უნდა დადგნენ ეკლესიის ეზოში მონიშნულ ადგილებზე, რომელიც 1,5 მ დისტანციით არის დაშორებული, თან იქონიონ პირბადეები, ერთჯერადი სველი ან მშრალი ხელსახოცები, უნდა იყვნენ თბილად ჩაცმულნი, თან იქონიონ ქოლგა და სკამი. ასევე შეგიძლიათ ატაროთ სადენზიფექციო ჯიბის სპრეი ხელების დასამუშავებლად. სადღესასწაულო მსახურების დამთავრების შემდეგ დაჯდნენ სკამზე, მონიშნულ ადგილზე, რადგან კომენდანტის საათის (06:00 სთ.) დამთავრებამდე ტაძრის ეზოდან გასვლის უფლება არ ექნებათ.


4 - რისკ ჯგუფის მქონე პირებს გთხოვთ დარჩნენ სახლში და მოისმინონ ტელევიზორიდან სააღდგომო მსახურება. რისკ ჯგუფში შედიან: მოხუცებულნი 70 წელს მიღწეული და გადაცილებული ასაკის ადამიანები, ორსულები, 16 წლის ასაკამდე ბავშვები და მოზარდები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები, გაციების ან გრიპის ან ვირუსული სიმპტომების მქონე ადამიანები.


5 - ზიარების დროს რიგში დგომისას გაითვალისწინეთ დისტანცია და ისე იმოძრავეთ რომ ერთმანეთს ნუ შეეხებით.


6 - ეკლესიის ეზოში მდგომარე მრევლს გთხოვთ დაიცვათ დისტანცია და დაემორჩილოთ სტიქაროსნების და ღვთისმსახურების მითითებებს. თვითნებურად ნუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეყილებებს რაც გამოიწვევს ქაოსს ან უნებლიე თავშეყრას.


7 - თითოეულმა ადამიანმა, თქვენი ძალების შესაბამისად მიიღეთ გადაწყვეტილება. ვინც ვერ შეძლებს ღამისთევაზე მოსვლას, შეუძლია ბრწყინვალე შვიდეულში ყოველდღიურ მსახურებებზე მიიღოს მონაწილეობა და ეზიაროს. ეს დღეები აღდგომის ტოლფასია. თუ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი რჩევები აღემატება თქვენს ძალებს, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში და ნურც ჩვენ ჩაგვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში (იგულისხმება კომენდატის სათის დარღვევა და შესაბამისი ჯარიმა).



ღმერთმა მშვიდობით გაგვითენოს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა და ჩვენი ქვეყანა იხსნას ამ მძიმე განსაცდელისგან.


ქრისტე აღდგა!


ჭეშმარიტად აღდგა!

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!